|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სპორტის მინისტრმა ქუთაისელ რაგბისტებს უმაღლეს ლიგაში მოხვედრა მიულოცა

ქუთაისის სარაგბო ბაზას "აია-არენა" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესტუმრა. ხეჩიკაშვილი სარაგბო კლუბ ”ბაგრატის” მოთამაშეებს  გაესაუბრა, უმაღლეს ლიგაში მოხვედრა მიულოცა და საჩუქრად  რაგბის ბურთები გადასცა. ხეჩიკაშვილმა რაგბისტებს თანადგომა გამოუცხადა და  დაპირდა, რომ დაეხმარება  ინვეტარისა და  ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებაში.

 ”პირველ რიგში, მინდა მივულოცო რაგბისტებს უმაღლეს ლიგაში მოხვედრა. ვფიქრობ,  რაც უფრო მეტი ინფრასტრუქტულური სამუშაოები ჩატარდება იმერეთში, მით უფრო გაგვახარებენ ქართველ გულშემატკივრებს, ვინაიდან, იმერეთში, სპორტის მხრივ, არის  ძალიან დიდი პოტენციალი”,-აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.

სპორტის მინისტრთან ერთად რაგბისტებს იმერეთის გუბერნატორის მოადგილეები  პაატა ნადირაძე, გიორგი ჭიღვარია და ქალაქის მერი შოთა მურღულია შეხვდნენ.

”ეს კვირა გამორჩეულია სპორტული ღონისძიებებით. დღეს ქუთაისში არის კულმინაციური სპორტული შეხვედრები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ქუთაისი უმაღლეს ლიგაში ერთი გუნდით - ”აია” იყო წარმოდგენილი და ახლა კლუბმა "ბაგრატმა" მოიპოვა უმაღლეს ლიგაში შესვლის უფლება, რაც  ძალიან  სასიხარულოა და მინდა მივულოცო ყველას. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი რაგბისტებით და უმაღლეს ლიგაში 2 გუნდის წარმოდგენით,  დარწმუნებული ვარ,  უკეთეს შედეგს მივიღებთ”,-აღნიშნა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.

რაგბის სტადიონის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები კალათბურთის  ფინალურ შეხვედრას, ხოლო დღის ბოლოს, "რამაზ შენგელიას" სახელობის ცენტრალური სტადიონზე  დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის  გათამაშების ფინალურ მატჩს დაესწრებიან.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა