|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს

იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ნიუპრესს“ იმერთის სამხარეო ადამინისტრაციაში  განუცხადეს. 

„შესაბამისი კომისიები ადგილზე არიან გასულები და აღწერას ახორციელებენ. იმერეთში განვითარებული ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. კერძოდ, დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავები, ასევე 5 ავტომობილი. ამ ეტაპზე იმერეთის მასშტაბით ელექტროენერგია არ მიეწოდება 7 000 აბონენტს. საავარიო ბრიგადების მიერ მიმდინარეობს როგორც მაღალი ძაბვის გადამცემები ასევე ადგილობრივი ხაზების აღდგენითი სამუშაოები“, - განაცხადეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა