იმერეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 70 სანტიმეტრს მიაღწია
უხვი ნალექი მოვიდა იმერეთის რეგიონშიც. თოვლის საფარმა მაღალმთიან ზონაში 70 სანტიმეტრს მიაღწია, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა. დიდთოვლობას ებრძვიან ვანის მუნიციპალიტეტშიც. თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სპეციალური ტექნიკით იწმინდება, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სოფლის გზები.
რაც შეეხება რეგიონს, მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში შესაბამისი სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და ამ ეტაპზეც აქტიურად გრძელდება.
რეგიონში ამ დროისთვის 50-მდე ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები, ასევე იწმინდება საფეხმავლო ბილიკები.
თოვლის საფარის დონე ქვედა ზონაში 10-40 სანტიმეტრამდეა, ხოლო მაღალმთიან სოფლებში 70-80 სანტიმეტრს აღწევს.
ავტორი: