|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში უკანონო ნადირობის 35 ფაქტი გამოავლინეს

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის დაწყებიდან მხოლოდ 20 დღეში, უკანონო ნადირობის 104 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც კანონდარღვევის ყველაზე მეტი-  35 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა. -  ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, 31 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9 - შიდა ქართლში, 9 - ქვემო ქართლში, 5 - კახეთში, 5 - სამცხე-ჯავახეთში, ასევე, 5 - გურიაში, 3 ფაქტი კი, მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 2 ფაქტი აღკვეთეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 94 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია; 9 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 1 კი, ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 27 ერთეული მწყერი.

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 20 დღეში ამოღებულია 94 ერთეული ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.

უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა