|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ვირუსით ინფიცირების 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 253 შემთხვევა, აჭარა - 44, იმერეთი - 139.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 910, საიდანაც: 2 694 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 338, აჭარაში - 192, იმერეთში - 513.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 589 პირი, მათ შორის, თბილისში - 263, აჭარაში - 45, იმერეთში - 148.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში- 2, იმერეთში - 13.

311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 - თბილისში, 94 - აჭარაში, 12 - იმერეთში.

2 905 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 224, ხოლო აჭარაში - 110

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 105 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 423 პირი, აჭარაში - 815, იმერეთში - 1 507.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 159 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი