იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოავლინეს
იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოავლინეს, - ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მაისში, ქვეყნის მასშტაბით, 65 ფაქტი გამოავლინეს. ჩამორთმეული მერქანი სააგენტოს საქმიან ეზოებში დასაწყობდა.
„რეგიონების მიხედვით ტყითსარგებლობის წესის დარღვევის ფაქტებიდან 5 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 14 - ქვემო ქართლის, 2 - მცხეთა-მთიანეთის, 12 - შიდა ქართლის, 5 - სამცხე-ჯავახეთის, 6 იმერეთის, 3 - გურიის, 15 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ხოლო 3 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილ იქნა სააგენტოს „საქმიან ეზოებში“; საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში“,- აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი