|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 585 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 370 შემთხვევა, აჭარა - 39, იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 8, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 572 საიდანაც: 2 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 429, აჭარაში - 149, იმერეთში - 326. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 596 პირი, მათ შორის, თბილისში - 295, აჭარაში - 40, იმერეთში -138. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 161 პირი, მათგან თბილისში - 103, აჭარაში - 9, იმერეთში - 11. 598 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 398 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 26 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 887 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 416 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 456, პირი, აჭარაში - 593, იმერეთში - 1 058.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 266 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა