|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერული ღვინის კონკურსზე გამარჯვებული მეღვინეები დაჯილდოვდნენ

იმერული ღვინის კონკურსი დასრულდა. გამარჯვებული მეღვინეები ღვინის საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოვლინდა.

კონკურსში 32 ღვინის კომპანია და 120 ღვინო მონაწილეობდა. დიდი ოქროს მედლები 7 მეღვინეს გადაეცა, ოქროს მედალი აიღო 9 მეღვინმემ, 17 კი ვერცხლიც მედლით დაჯილდოვდა.

კონკურსი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და იმერული ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნით ტარდება. კონკურსი DMO იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის მიერ უკვე მეორე წელიწადია გაიმართა. მთავარი იდეაა იმერეთს, როგორც ღვინის მწარმოებელ რეგიონს, ჰქონდეს ნიშნული ღვინის მსოფლიო რუკაზე, რომელსაც ღვინის დამზადების თავისებური ტექნოლოგია და განსხვავებული ბუკეტის მქონე ღვინოები გააჩნია.

ავტორი: