|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 21 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

 

შერჩეული სტარტაპები:

 

  • Addme - სოციალური ქსელების, ვებ-გვერდის, ელ-ფოსტის, მობილურის ნომრის თუ სხვა საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარების სწრაფი და მარტივი პლატფორმა.
  • Bitpulse - კრიპტოვალუტების ფასების პოტენციური ცვლილებების იდენტიფიცირების პორტალი.
  • Connect. - მარკეტფლეისი, რომელიც ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებასა და ანგარიშსწორებას.
  • Coiners - სოციალური პლატფორმების მონეტიზაციის ვებ.აპლიკაცია.
  • Gakvetilo.ge - რეპეტიტორებისა და მოსწავლეების დამაკავშირებელი პლატფორმა.
  • Helio.AI - რეკრუტინგის მართვის სისტემა, რომელიც კომპანიებს პროცესის სრულ ავტომატიზაციაში ეხმარება.
  • Hotcard - ჰორეკა სექტორის ექსკლუზიური შეთავაზებების (Buy One, Get One) აპლიკაცია.
  • Justpay - გადახდის ბმულები მარტივი სოციალური კომერციისთვის.
  • Kiddos - საბავშვო ნივთების გადაყიდვის (re-sale) პლატფორმა.
  • KidNest - საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაცია.
  • MaxHP - კომპლექსური მობილური თამაშები მათთვის, ვინც კომპიუტერული თამაშებიდან, მობილური თამაშებისკენ ახდენს მიგრაციას.
  • My Traders - ტრეიდინგ და საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს სანდო ტრეიდერებთან.
  • Rollycks - ელექტრონული გორგოლაჭები და თანმხლები აპლიკაცია, რომელიც  საშუალებას აძლევს მომხმარებელს აღმოაჩინოს ახალი ადგილები, თანამოაზრეები, ჩაერთოს შეჯიბრში და მოიპოვოს წამახალისებელი პრიზები.
  • Roommate Georgia - პლატფორმა, სადაც სტუდენტები ინტერესების მიხედვით პოულობენ ოთახის მეზობლებს, ბინის ქირის ხარჯის გაყოფის მიზნით.
  • Sanolink - პლატფორმა, რომელიც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მაძიებლებს აკავშირებს შესაბამის ტრენერებთან.
  • TourTour - სამოგზაურო ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა.
  • UBIQ - სოციალური ქსელი საერთო ინტერესების მქონე ადამიანებისთვის.
  • Verify.com.ge - დასაქმების კანდიდატების სკრინინგისა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პლატფორმა დამსაქმებლებისთვის.
  • Wenroll - ონლაინ-კურსების ინტერაქციული მობილური აპლიკაცია.
  • Wisp - ჟესტური ენების შემსწავლელი აპლიკაცია.
  • Woofio - პლატფორმა, რომელიც აკავშირებს შინაური ცხოველების მფლობელებს სერვისის პროვაიდერებთან.

 

პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ფიზიკური და ონლაინ შეხვედრები), გაგრძელდება 3 თვეს (ოქტომბერი 2023 - იანვარი 2024) და შედგება 8 ძირითადი კომპონენტისგან:

  1. 2 ბუტკემპი (1 თბილისში, 1 საერთაშორისო);
  2. თემატური სესიები (კვირაში 3 დღე, 2 საათი);
  3. ინდივიდუალური შეხვედრები ქოუჩთან (მოთხოვნის შესაბამისად);
  4. ინდივიდუალური ონლაინ მენტორინგი სფეროს ექსპერტებთან;
  5. ნეთვორქინგი - P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, Stand-up-ები;
  6. სპეციალური შეთავაზებები სტარტაპებს
  7. იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად);
  8. დემო დღე - მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.

 

პრე-აქსელერატორში მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP - ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.

 

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

 

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com

სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: Entreprenership Academy, თიბისი.

 

ავტორი: ნიუპრესი