|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმუნიზაციის ბიუჯეტი გაიზარდა და 70 მილიონი ლარი გახდა - ჯანდაცვის მინისტრი

იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით, ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2022 წლის ბიუჯეტი დაახლოებით, 70 მილიონ ლარს შეადგენს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. 

 მინისტრის თქმით, მასში შედის როგორც კოვიდთან დაკავშირებული, ასევე სხვა ვაქცინები.

„ამ ბიუჯეტში სხვადასხვა ტიპის ვაქცინები შედის, როგორც საბავშვო, ასევე, კოვიდთან დაკავშირებული. ის 70%-იანი მოცვა, რაც კოვიდთან დაკავშირებით ვახსენეთ, ესეც აქ არის გათვალისწინებული და ძალიან მიხარია, რომ ყველა ტიპის ვაქცინა, საბავშვო იქნება თუ მოზრდილებისთვის, ქვეყანაში გვაქვს და ამის დეფიციტი არ არის.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, წინა წლებში, 2011-2012 წლის შემდეგ, შეფერხება და დეფიციტი არასდროს გვქონია და ქვეყანაში ყოველთვის იყო ვაქცინების მრავალფეროვანი არჩევანი და უბრალოდ, ახლა საჭიროა უფრო მეტად მობილიზება და აქტიურობა, რომ რაც შეიძლება მეტ ავცრათ,“ - განაცხადა აზარაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა