ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზოთ სამი ახალი პაციენტია მოთავსებული, ერთ პაციენტს ანალიზი ქუთაისის ლაბორატორიაში აუღეს და პასუხი დადებითია, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს, მას მოგზაურობის ისტორია არ აქვს, მის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები ადგენენ.
ორი პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით აჭარიდან გადაიყვანეს. ისინი დედა-შვილი არიან და ე.წ. ქობულეთის კლასტერს წარმოადგენენ.
ინფექციურ საავადმყოფოში 23 პაციენტია, მათგან სამი არასრულწლოვანია, 12 პაციენტს პნევმონია აქვს, აქედან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა