|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 185 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 484 შემთხვევა, აჭარაში - 81, იმერეთში - 185.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655, საიდანაც, 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 613, აჭარაში - 541, იმერეთში - 1 108.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 009 პირი, მათ შორის, თბილისში - 505, აჭარაში - 106, იმერეთში - 214.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 441 პირი, მათგან თბილისში - 200, აჭარაში - 84, იმერეთში - 67.

1 393 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 523 - თბილისში, 620 - აჭარაში, 100 - იმერეთში.

8 585 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 420 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 187, აჭარაში - 135, ხოლო იმერეთში - 13.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში  ვირუსს ჯამში 2 377 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი