|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან 122 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 749 შემთხვევა, აჭარა - 41, იმერეთი - 122, ქვემო ქართლი - 102, შიდა ქართლი - 29, გურია - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 601 საიდანაც 2 639 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 467, აჭარაში - 154, იმერეთში - 318.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 594 პირი, მათ შორის, თბილისში - 298, აჭარაში - 41, იმერეთში -124. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში - 103, აჭარაში - 9, იმერეთში - 12.

611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 - თბილისში, 232- აჭარაში.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 297 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა