ინფიცირების 1 243 ახალი შემთხვევიდან 201 იმერეთში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 243 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 532 შემთხვევა, აჭარა - 48, იმერეთი - 201, ქვემო ქართლი - 34, შიდა ქართლი - 85, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 79, კახეთი - 108, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 690 საიდანაც, 1 503 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 651, აჭარაში - 112, იმერეთში - 297. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 417 პირი, მათ შორის, თბილისში - 188, აჭარაში - 56, იმერეთში - 84. 32 187 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 530 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: