|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევიდან 115 იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 813 შემთხვევა, აჭარა - 93, იმერეთი - 115.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 714 საიდანაც: 3 838 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 326, აჭარაში - 200, იმერეთში - 431. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 756 პირი, მათ შორის, თბილისში - 400, აჭარაში - 38, იმერეთში -162. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში - 126 აჭარაში - 3, იმერეთში - 7. 1 065 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 790 - თბილისში, 267- აჭარაში. 9 811 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 503 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი