ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევიდან 125 იმერეთში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 922 შემთხვევა, აჭარა - 54, იმერეთი - 125.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 166 საიდანაც: 2 961 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 697, აჭარაში - 153, იმერეთში - 380.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 658 პირი, მათ შორის, თბილისში - 340, აჭარაში - 32, იმერეთში -150.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი, მათგან თბილისში - 114, აჭარაში - 6, იმერეთში - 11.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიას ჯამში 5 383 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი