|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 89 ფიქსირდება

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 001 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 89, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 61, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 826, საიდანაც: 3 644 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 999, აჭარაში - 418, იმერეთში - 413. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 658 პირი, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 74, იმერეთში -87. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 142 პირი, მათგან თბილისში - 97, აჭარაში - 11, იმერეთში - 11. 694 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 375 - თბილისში, 292 - აჭარაში. 9 488 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 060 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი