|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან 155 იმერეთზე მოდის

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 980 შემთხვევა, აჭარა - 118, იმერეთი - 155, ქვემო ქართლი - 96, შიდა ქართლი - 48, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72, კახეთი - 94, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 888 საიდანაც: 4 001 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 457, აჭარაში - 191, იმერეთში - 460.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 780 პირი, მათ შორის, თბილისში - 422, აჭარაში - 34, იმერეთში -161.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში - 138 აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 1 016 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 268- აჭარაში.

10 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 516 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი