|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან 130 იმერეთშია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 701 შემთხვევა, აჭარა - 392, იმერეთში - 130.

 დადებითობის მაჩვენებელი 1ე-ლი აგვისტოს მდგომარეობით არის 8.01 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.08 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.68 %.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 943 საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 060, აჭარაში - 715, იმერეთში - 824. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 214 პირი, მათ შორის, თბილისში - 551, აჭარაში - 112, იმერეთში -277.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 243 პირი, მათგან თბილისში - 179, აჭარაში - 7, იმერეთში - 15. 2 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 - თბილისში, 819- აჭარაში. 22 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 286 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 386 998-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 876 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი