ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევიდან 204 იმერეთში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 204, ქვემო ქართლი - 74, შიდა ქართლი - 85, გურია - 105, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 90, კახეთი - 129, მცხეთა-მთიანეთი - 26, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 54 447 საიდანაც, 2 459 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 938, აჭარაში - 221, იმერეთში - 510. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 638 პირი, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 75, იმერეთში - 122. 51 988 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 366 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი