|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევიდან 253 იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 672 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 253, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 132, გურია - 110, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 150, კახეთი - 156, მცხეთა-მთიანეთი - 37, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 700 საიდანაც, 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 610, აჭარაში - 92, იმერეთში - 262. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 340 პირი, მათ შორის, თბილისში - 160, აჭარაში - 47, იმერეთში - 62. 29 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 585 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა