|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 315 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 853 შემთხვევა, აჭარა - 69, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 96, გურია - 117, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 166, კახეთი - 169, მცხეთა-მთიანეთი - 45, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 211 საიდანაც, 1 889 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 826, აჭარაში - 149, იმერეთში - 354. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 530 პირი, მათ შორის, თბილისში - 249, აჭარაში - 68, იმერეთში - 95. 35 322 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 485 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა