ინფიცირების 132 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 11 გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 132 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 60 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 11, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 11, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 446 საიდანაც, 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 163, აჭარაში - 9, იმერეთში - 73.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 70 პირი, მათ შორის, თბილისში - 43, აჭარაში - 6, იმერეთში - 9.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 805 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი