|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 147 ახალი შემთხვევაა - კოვიდ-19 ის სტატისტიკა იმერეთში

ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო, თუმცა ბოლო 24 საათში 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

მთავრობის ინფორმაციით,  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა-212, იმერეთი-147.

ქვემო ქართლი-168, შიდა ქართლი-48, გურია-16, სამეგრელო-ზემო სვანეთი-74, კახეთი-41, მცხეთა-მთიანეთი-41, სამცხე-ჯავახეთი-18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1.

 

რაც შეეხება იმერეთის მონაცემებს, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 419,

მძიმე პაციენტია -239,  სუნთქვის აპარატზე-52 ადამიანი.

კოვიდსასტუმროშია 288 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში -15.

თვითიზოლაციაში -6 319.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 839 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი