ინფიცირების 161 ახალი შემთხვევიდან 20 იმერეთშია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 161 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 20, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 7, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 964 საიდანაც, 335 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 185, აჭარაში - 12, იმერეთში - 87.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 629 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 795 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი