ინფიცირების 1731 შემთხვევიდან იმერეთში 255 ფიქსირდება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა - 142, იმერეთი - 255, ქვემო ქართლი - 140, შიდა ქართლი - 133, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122, კახეთი - 80, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 077, საიდანაც, 6 654 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 901, აჭარაში - 747, იმერეთში - 1 356. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მათ შორის, თბილისში - 511, აჭარაში - 138, იმერეთში - 254. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში - 217, აჭარაში - 35, იმერეთში - 63. 1 913 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 - თბილისში, 868 - აჭარაში, 126 - იმერეთში. 17 510 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 39 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი