ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევა და 68 გარდაცვლილი - 23 დეკემბრის კოვიდსტატისტიკაა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 074 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 291.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 148 საიდანაც: 5 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 221, აჭარაში - 521, იმერეთში - 1 064. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 336 პირი, მათ შორის, თბილისში - 558, აჭარაში - 130, იმერეთში - 390. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 34, იმერეთში - 35.
1 009 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 639 - თბილისში, 243- აჭარაში. 25 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 289 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი