|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევიდან 304 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 226 შემთხვევა, აჭარა - 232, იმერეთი - 304, ქვემო ქართლი - 119, შიდა ქართლი - 108, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 148, კახეთი -134, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი - 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 078 საიდანაც: 4 794 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 080, აჭარაში - 484, იმერეთში - 936. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 231 პირი, მათ შორის, თბილისში - 542, აჭარაში - 121, იმერეთში - 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 296 პირი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 35, იმერეთში - 28. 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 548 - თბილისში, 201- აჭარაში. 20 426 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 707 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი