|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევიდან:315 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 487 შემთხვევა, აჭარა - 517, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 148, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 157, კახეთი - 202, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი - 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 295 საიდანაც: 5 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 905, აჭარაში - 620, იმერეთში - 751. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 109 პირი, მათ შორის, თბილისში - 511, აჭარაში - 105, იმერეთში -255.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 6, იმერეთში - 18.

1 989 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 064 - თბილისში, 614- აჭარაში. 23 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 820 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი