|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან 42 იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 42, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 14, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 21, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი -5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 11 179 საიდანაც, 636 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 351, აჭარაში - 50, იმერეთში - 119. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 167 პირი, მათ შორის, თბილისში - 98, აჭარაში - 24, იმერეთში - 25. 10 543 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 708 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა