|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 37 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა - 27, იმერეთში - 37.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 305, საიდანაც: 1 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 778, აჭარაში - 192, იმერეთში - 295.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 316 პირი, მათ შორის, თბილისში - 148, აჭარაში - 29, იმერეთში -71.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 55, აჭარაში - 3, იმერეთში - 7. 203 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 163 - თბილისში, 30 - აჭარაში.

2 497 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 751 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი