ინფიცირების 376 ახალი შემთხვევიდან 38 იმერეთში დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 376 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 38, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 44, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -7, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 327 საიდანაც, 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 244, აჭარაში - 22, იმერეთში - 81. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 118 პირი, მათ შორის, თბილისში - 70, აჭარაში - 16, იმერეთში - 10. 3 882 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი ემსხვერპლა
ავტორი: ნიუპრესი