|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი - 6 დეკემბრის მონაცემები

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 24 საათში ჩატარდა 14 396 ტესტი; გამოვლინდა Covid-19-ის 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა - 4 301 პირი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს.

 

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, იმერეთში 564 ახალი შემთხვევა დაფიქსიერდა 

"ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 615 შემთხვევა, აჭარაში - 491, იმერეთში - 564, ქვემო ქართლში - 395, შიდა ქართლში - 253, გურიაში - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 433, კახეთში - 236, მცხეთა-მთიანეთში - 175, სამცხე-ჯავახეთში - 76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6"-ნათქვამია შტაბის ინფორმაციაში. 

 

ამავე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 434. მათ შორის, 6 897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 994, აჭარაში - 1 035, იმერეთში - 1 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 493, აჭარაში - 157, იმერეთში - 245. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 420 პირი, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 88, იმერეთში - 48. 3 969 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282 - თბილისში, 1 942 - აჭარაში, 428 - იმერეთში. 16 568 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 282 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -346, აჭარაში - 262, ხოლო იმერეთში - 28.

შტაბის ცნობით,  უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევაა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ინფექციამ  1 504 ადამიანი შეიწირა.

 

ავტორი: ნიუპრესი