ინფიცირების 4 446 და გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა - 18 ნოემბრის სტატისტიკა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 646 შემთხვევა, აჭარა - 190, იმერეთი - 819, ქვემო ქართლი - 258, შიდა ქართლი - 422, გურია - 117, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 387, კახეთი - 315, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 58.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 662 საიდანაც: 6 505 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 541, აჭარაში - 567, იმერეთში - 1 358.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 637 პირი, მათ შორის, თბილისში - 630, აჭარაში - 128, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 383 პირი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 38, იმერეთში - 34.
1 170 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 777 - თბილისში, 227 - აჭარაში. 43 987 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 289 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: