|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 404 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 73 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 404 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთში - 73. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.  

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 101, საიდანაც: 2 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 020, აჭარაში - 179, იმერეთში - 463.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 508 პირი, მათ შორის, თბილისში - 215, აჭარაში - 44, იმერეთში - 127.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 138 პირი, მათგან თბილისში - 95, აჭარაში- 5, იმერეთში - 18.

294 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 116 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 577 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 450 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 216, ხოლო აჭარაში - 144.

6 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.64%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორი: ნიუპრესი