|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 466 ახალი შემთხვევიდან 66 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 466 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 272 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 66, ქვემო ქართლი - 17, შიდა ქართლი - 14, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 551 საიდანაც, 1 461 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 659, აჭარაში - 102, იმერეთში - 283.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 393 პირი, მათ შორის, თბილისში - 184, აჭარაში - 54, იმერეთში - 72. 29 090 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 569 პირი ემსხვერპლა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა