ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან 52 იმერეთშია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 283 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 23, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 947 საიდანაც 2 762 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 476, აჭარაში - 211, იმერეთში - 387.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 668 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 59, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 12, იმერეთში - 12.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 160 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი