|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 535 ახალი შემთხვევიდან იმერეთში - 101 შემთხვევა ფიქსირდება

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 535 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 201 შემთხვევა, აჭარა - 28, იმერეთი - 101.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 390, საიდანაც: 2 004 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 891, აჭარაში - 165, იმერეთში - 456.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 429 პირი, მათ შორის, თბილისში - 170, აჭარაში - 41, იმერეთში - 125.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პირი, მათგან თბილისში - 73, აჭარაში- 6, იმერეთში - 13.

277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 124 - თბილისში, 139 - აჭარაში, 14 - იმერეთში.

2 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 343 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი