ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევიდან 782 იმერეთში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 540 შემთხვევა, აჭარა - 810, იმერეთი - 782, ქვემო ქართლი - 307, შიდა ქართლი - 363, გურია - 172, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 368, კახეთი - 513, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 50.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 54 763 საიდანაც 6 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 122, აჭარაში - 930, იმერეთში - 1 013.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 429 პირი, მათ შორის, თბილისში - 605, აჭარაში - 148, იმერეთში - 327. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 17, იმერეთში - 20.
3 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 646 - თბილისში, 1 298- აჭარაში.
44 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 79 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 16 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 051 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 901 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 25 349, პირი, აჭარაში - 6 994, იმერეთში - 5 270.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 483 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი