ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან 55 იმერეთში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 368 შემთხვევა, აჭარა - 48, იმერეთი - 55.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 577 საიდანაც: 2 612 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 420, აჭარაში - 161, იმერეთში - 343.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 674 პირი, მათ შორის, თბილისში - 307, აჭარაში - 46, იმერეთში -151. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში - 106, აჭარაში - 8, იმერეთში - 12.
579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 356 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 386 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 228 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი