ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 121 ფიქსირდება
28 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 19 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა — 932.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 17 850 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, 10 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 132 PCR ტესტით.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 256 287-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 246 459 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 3 127.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან რეგიონებში ასე გადანაწილდა:
- თბილისი — 321;
- აჭარა — 33;
- იმერეთი — 121;
- ქვემო ქართლი — 27;
- შიდა ქართლი — 52;
- გურია — 9;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 78;
- კახეთი — 42;
- მცხეთა-მთიანეთი — 16;
- სამცხე-ჯავახეთი — 23;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 1.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა