|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 754 ახალი შემთხვევიდან 76 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 754 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 435 შემთხვევა, აჭარა - 35, იმერეთი - 76.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 951 საიდანაც: 2 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 405, აჭარაში - 145, იმერეთში - 334.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 639 პირი, მათ შორის, თბილისში - 300, აჭარაში - 37, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 159 პირი, მათგან თბილისში - 102, აჭარაში - 7, იმერეთში - 10.

585 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 804 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 255 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა