|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 773 შემთხვევიდან 69 იმერეთშია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 24, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 29, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 799 საიდანაც: 2 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 428, აჭარაში - 171, იმერეთში - 348.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 674 პირი, მათ შორის, თბილისში - 304, აჭარაში - 48, იმერეთში -150.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 174 პირი, მათგან თბილისში - 113, აჭარაში - 8, იმერეთში - 12.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 211 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა