ინფიცირების 817 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 105 დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 817 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 374 შემთხვევა, აჭარა - 39, იმერეთი - 105, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 44, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 81, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 810 საიდანაც, 738 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 387, აჭარაში - 53, იმერეთში - 152. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 205 პირი, მათ შორის, თბილისში - 118, აჭარაში - 27, იმერეთში - 33. 22 072 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 681 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი