|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 865 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 115 გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 865 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა - 24, იმერეთი - 115, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 46, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 35, კახეთი - 57, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 564 საიდანაც, 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 858, აჭარაში - 160, იმერეთში - 393. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 580 პირი, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 71, იმერეთში - 96. 40 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 456 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა