ინფიცირების 87 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 14 გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 87 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 36 შემთხვევა, აჭარა - 2, იმერეთი - 14, ქვემო ქართლი - 3, შიდა ქართლი - 3, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 10, კახეთი - 7, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 790 საიდანაც, 334 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 189, აჭარაში - 12, იმერეთში - 85.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 6, იმერეთში - 9.
1 456 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 797 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი