ინფიცირების 872 ახალი შემთხვევიდან 107 იმერეთში გასმოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 872 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა - 27, იმერეთი - 107, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 42, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 61, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 970 საიდანაც, 920 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 433, აჭარაში - 69, იმერეთში - 212. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 249 პირი, მათ შორის, თბილისში - 125, აჭარაში - 35, იმერეთში - 43. 28 050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 630 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი