ინფიცირების შემთხვებები იზრდება - 1 808-დან 123 იმერეთშია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 046 შემთხვევა, აჭარა - 161, იმერეთი - 123, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 78, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 74, კახეთი - 111, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 313 საიდანაც: 4 135 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 519, აჭარაში - 211, იმერეთში - 495. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 805 პირი, მათ შორის, თბილისში - 430, აჭარაში - 39, იმერეთში -166. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 3, იმერეთში - 7. 1 008 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 728 - თბილისში, 268- აჭარაში. 12 170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 538 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი