|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირებული ექიმი თბილისში ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა - დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი

ქუთაისში ექიმის ინფიცირების წყარო თბილისში ერთ-ერთ ღონისძიებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი  ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ექიმს კოვიდინფექცია გეგმიური შემოწმების დროს დაუდასტურდა. 

„გუშინ, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთ ექიმს კოვიდ 19 -ზე გეგმური შემოწმებისას PCR ტესტირებამ სუსტად დადებითი შედეგი აჩვენა.

მისი დაინფიცირების წყარო ცნობილია, შაბათს აღნიშნული ექიმი, თბილისში, ერთ-ერთ ღონისძებაზე იმყოფებოდა.

ჰოსპიტალში დანერგილი სამედიცინო პერსონალის აქტიური ზედამხედველობის სისტემის მეშვეობით, შემთხვევის იდენტიფიცირება კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე მოხდა, რაც ვირუსის გავრცელების არეალს მინიმუმადე ამცირებს. დაინფიცირებულ ექიმთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ხორციელდება მათი თვითიზოლაციაში და საკარანტინე სივრცეებში გადაყვანა.

ჰოსპიტლის თანამშრომლებში დღეს დაგეგმილია კიდევ ერთი არაგეგმური სკრინინგის ჩატარება.

კოვიდისგან გამოწვეული ეპიდსიტუაციის გამო, სხვადასხვა განყოფილებებს შორის მკაცრადაა დაცული ზონირება, პაციენტების ნაკადებისა და სამედიცინო პერსონალის ერთმანეთთან შემხებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი (საუბარია ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებზე).

დადგენილი პროტოკოლის თანახმად, ჰოსპიტალში დასაქმებულ თანამშრომლებს გეგმურ რეჟიმში, 2 კვირაში ერთხელ უტარდებათ pcr ტესტირება covid 19 -ზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ექიმს შემხებლობა არ ქონდა ჰოსპიტლის C ბლოკთან, სადაც ნეონატალური და სამეანო განყოფილებებია განთავსებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინიუპრესის ინფორმაციით, ნფიცირებული ექიმი რუსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა