ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ირაკლი ქარსელაძე რევაზ სოხაძემ ჩაანაცვლა
ირაკლი ქარსელაძეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დაატოვებინეს, - ამის შესახებ „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ქარსელაძეს ამ პოსტზე რევაზ სოხაძე ჩაანაცვლებს. სოხაძეს განათლება ჯერ მედიცინის შემდეგ ფინანსების სპეციალობით აქვს განათლება მიღებული.
„რევაზ სოხაძე, მოგეხსენებათ, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი, მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. იგი წლების მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ, მენეჯერულ პოზიციებზე, 2017 წლიდან კი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე“,- აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 22 თებერვლიდან ხელმძღვანელობს.
ავტორი: ნიუპრესი